საკვანძო სიტყვა DISTINCT
SELECT ოპერატორის გამოყენებისას შეიძლება ამორჩეულ იქნენ დუბლირებული ჩანაწერები. SELECT ოპერატორში საკვანძო სიტყვა DISTINCT-ის გამოყენებით მიიღწევა დუბლირების ლიკვიდაცია. იგი იწერება SELECT ოპერატორის შემდეგ ცხრილის სვეტების ჩამონათვალის წინ.
საკვანძო სიტყვა DISTINCT-ის გამოყენებისას მონაცემების ბაზების მართვის სისტემა ამოსარჩევ ყველა სვეტის მნიშვნელობას განიხილავს როგორც ერთ მთლიან სვეტს. ამ სვეტებს სტრიქონ სტრიქონ ადარებს ერთმანეთთან და გამორიცხავს ისეთ ჩანაწერებს რომელთა ველებში ჩაწერილი მნიშვნელობები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად ცხრილში tbsaq_mireba საქონელი ნომრით 1 სამჯერაა ჩაწერილი, 2 და 3 - ორჯერ, ხოლო 4 ნომერი კი ერთხელ. ინსტრუქციით Select saq_nom From tbsaq_mireba ამორჩეული იქნება ჩანაწერები იმდენჯერ რამდენჯერაც ისინი არიან ჩაწერილნი ცხრილში, ხოლო ინსტრუქციით SELECT DISTINCT saq_nom From tbsaq_mireba საქონელი კონკრეტული ნომრით ერთხელ იქნება ამორჩეული.